საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს და მისიის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მიმოიხილეს.
„დადებითად შეფასდა მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური დისციპლინის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
შეხვედრას სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი, ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.