ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.

როგორც პარლამენტის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიმდინარე რეფორმების პროგრესს.

„ელჩთან შეხვედრაზე ასევე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრეს. ნიკოლოზ სამხარაძემ ფრანგ დიპლომატს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდ აგრესიაზე, აგრეთვე, ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

„საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი