საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-ბათუმის ავტობანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-ბათუმის ავტობანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებამდე, დროებით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ძველი მიმართულებით, ლანჩხუთი-ჯაპანას მონაკვეთზე გადაერთო, საიდანაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

აღნიშნული შეზღუდვა 14 აპრილის დღის ბოლომდე იმოქმედებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ მორიგ ტყუილს თბილისი-ბათუმის ავტობანის პარალიზების შესახებ და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და სწორი ინფორმაცია.

ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი, ავტობანთან მისასვლელი გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს ზამთრის პერიოდის შემდგომ გაჩენილი ორმოულების შეკეთების და გზაზე არსებული ჭის თავების გამოცვლა-გასწორების სამუშაოები, რის შესახებაც ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო (http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1680869943&pid=1388404621)

სამუშაოები მიმდინარეობს მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში და სრულდება ხვალ, 14 აპრილს.

სამუშაოების დასრულებამდე, დროებით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ძველი მიმართულებით, ლანჩხუთი-ჯაპანას მონაკვეთზე გადაერთო, საიდანაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

აღნიშნული შეზღუდვა 14 აპრილის დღის ბოლომდე იმოქმედებს.

რაც შეეხება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, იგი გამოწვეულია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვით, რომლის მიხედვითაც, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად.

შესაბამისად, ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი არის აგებული ტყუილზე, დამახინჯებულ ფაქტებზე, არასრულ ინფორმაციაზე და ემსახურება საკუთარი მაყურებლის შეცდომაში შეყვანას სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი