ირაკლი ნადირაძე - სალომე ზურაბიშვილმა ისევ არ გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლება და არ შეიწყალა პოლიტპატიმრები მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სახით - მის მიმართ გვიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა

სალომე ზურაბიშვილმა ისევ არ გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლება და არ შეიწყალა პოლიტპატიმრები მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას სახით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიმართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკისა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ის თავის დისკრეციულ უფლებას მაინც არ იყენებს.

„ჩვენ ერთი მხრივ გვესმის სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიმართ, ასევე მისი მოწოდებები, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და შეიძლება გამოიყენოს მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომ შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები - მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას სახით და გამოიყენოს მან თავისი დისკრეციული უფლება, ამ დროს ვხედავთ, რომ ამას არა აკეთებს, ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც გვსურს ევროპული მომავალი, ვისაც გვსურს, რომ შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა, გვიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში. სამწუხაროა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ჰქონდა ძალიან ბევრ ადამიანს მოლოდინი, რომ თუნდაც ეს ერთი პუნქტი შესრულდებოდა და ამაში მონაწილეობას ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიიღებდა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა