ლაშა ფარულავა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არ არის წავიდეს და ევროპელ პოლიტიკოსებს შეკითხვებზე პასუხი გასცეს - დაპირება დაპირებად დარჩა, დისკომუნიკაცია არგუმენტი არ არის

საუბარი დისკომუნიკაციაზე, როცა ამხელა საკითხი არის გადასაწყვეტი, აჩვენებს იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რაც წლებია „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი დისკომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირები მაღალი თანამდებობის პირები არიან და განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე გამოვიდოდა, მხოლოდ დაპირებად დარჩა.

„კონსტიტუციურ ორგანოებთან დაკავშირებით ეს დისკომუნიკაცია არის, რა თქმა უნდა, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა. საქმე გვაქვს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციასთან, ვალდებულების შესრულებასთან და საუბარი დისკომუნიკაციაზე, საუბარი სხვა უმნიშვნელო საკითხებზე, როცა ამხელა საკითხი არის გადასაწყვეტი, აჩვენებს იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რაც წლებია „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ამ დისკომუნიკაციის უპასუხისმგებლობის ნაწილი გახდა. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია არ არის მზად წავიდეს და ევროპელ პოლიტიკოსებს გასცეს იმ შეკითხვებზე პასუხი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, როდესაც არსებობდა მისი საჯარო განცხადება, რომ ის ევროპარლამენტში გამოვიდოდა და სიტყვით მიმართავდა ევროპარლამენტარებს. ეს დაპირება დაპირებად დარჩა. ეს დისკომუნიკაცია არ არის არგუმენტი. არგუმენტი მხოლოდ ერთადერთი შეიძლება იყოს ის, რომ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია პირველ რიგში და გააკეთოს ყველაფერი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიეცეს საშუალება საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაირჩინოს საზღვარგარეთ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მისივე თქმით, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი პირების ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ეფუძნება.

„კონსტიტუციურ ორგანოები, მათ ხელმძღვანელ პირებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ლეგიტიმაცია ეფუძნება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ბიძინა ივანიშვილის. შესაბამისად, საუბარი დისკომუნიკაციაზე არის უპასუხისმგებლობა და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ნაწილი გახდა სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ლაშა ფარულავა ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხს, რომელთა შორის ნიკა გვარამია არ იყო და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი დისკრეციული უფლება ისევ არ გამოიყენა.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გულშემატკივრად დარჩა და არა საქართველოს ევროპული მომავლის.

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, რომ ერთ-ერთი პუნქტი მაინც შეგვესრულებინა 12-პუნქტიანი გეგმიდან, რა თქმა უნდა, აჩვენებს იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რაც ცხადია, წლების განმავლობაში ახასიათებს „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილი დარჩა „ქართული ოცნების“ გულშემატკივრად. ის არ არის ევროპული მომავლის გულშემატკივარი, ის არის ბიძინა ივანიშვილის მხარეს და ის გადაწყვეტილება, რომ მან არ შეიწყალა ნიკა გვარამია, ამას აჩვენებს. სამწუხაროდ, თავად სალომე ზურაბიშვილი არის გასათავისუფლებელი ბიძინა ივანიშვილისგან და შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ცხადია, ეს არის უპასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ჩვენ კარგი გზავნილები მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან პარლამენტში, მაგრამ საქმით საპირისპიროს აკეთებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა