ჯგუფები, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართულ სასამართლოს ებრძოდა, სინამდვილეში სასამართლოს დამოუკიდებლობას ებრძვის - სხვა მოტივი მათ ამ პროცესებში არ ჰქონიათ, - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის პოზიცია.
იონათამიშვილი იმასაც ამბობს, რომ სასამართლო სისტემის კრიტიკოსთა მხრიდან ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.
„ახლა იმ ადამიანების დავალებებს ასრულებენ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლო ხელისუფლების ოკუპაცია მოახდინა. მათთან ერთად დგომისა და მათთან თანამშრომლობის პრობლემა არ გააჩნიათ. შესაბამისად, ეს ადამიანები ვერასდროს იქნებიან გულწრფელი, როცა სასამართლოზე და მოსამართლეებზე დაიწყებენ საუბარს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.