მაია ბითაძე - სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის განცხადება და ცოტა ბავშვურ თამაშს ჰგავს - ვთხოვ, როგორც პრეზიდენტს და ქალს, დამატებით ზიანს ნუ აყენებს ქვეყანას

სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის განცხადება და ცოტა ბავშვურ თამაშს ჰგავს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო.

ბითაძის თქმით, პრეზიდენტის მიმართ მისი თხოვნაა, „დამატებით ზიანს ნუ აყენებს ქვეყანას”.

„ჩვენ მოვისმინეთ შესაბამისი ორგანოების განცხადება, რომ დასტური იქნა გაცემული, აქ არის საუბარი ჩვეულებრივ ბიუროკრატიულ პროცესებზე, რომელიც პრეზიდენტისთვის კარგად არის ცნობილი. აქვე გავიხსენებ ერთ შემთხვევას, როცა პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევა გვთხოვა რამდენიმე საათით ადრე პარლამენტს, რაც ვიცით, რომ ბევრი ადამიანის მობილიზებასთან არის დაკავშირებული და არც ისე მარტივია. რამდენიმე დღით ადრე რომ იღებ თანხმობას ისე, როგორც ამას პროცედურები და სამთავრობო უწყებებს შორის კავშირი არეგულირებდა მუდმივად, მგონი, აბსოლუტურად ფუჭია და დამატებით ზიანის მოტანაა იმ პროცესებისთვის, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს, როგორც პოლიტიკური, ისე ბიუროკრატიული თვალსაზრისით. მას, როგორც პრეზიდენტს და ქალბატონს ვთხოვ, დამატებით ზიანს ნუ აყენებს ქვეყანას“, - განაცხადა ბითაძემ.

კითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის, რომ ქალი დეპუტატების გამგზავრებაც იგეგმებოდა პრეზიდენტთან ერთად, ან მმართველი გუნდის წევრებსაც ხომ არ მიუღიათ მსგავსი შეთავაზება, ბითაძე აცხადებს, რომ რამდენადაც ახსოვს, პირადად არ მიუღია და ამაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ მსგავს ვიზიტებს პროტოკოლური მომზადება სჭირდება.

„არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ. მე როგორც მახსენდება, პირადად არანაირი მოწვევა არ მიმიღია. თუმცა, არ ხდება ასე სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ასე გამგზავრება უცხოეთში, ამას სპეციალური პროტოკოლური მომზადება სჭირდება. ჩვენი დელეგაციები, მათ შორის, სამთავრობო დელეგაციებთან ერთად ხშირად ვიმყოფებით საზღვარგარეთ, როგორც ორმხრივ ვიზიტებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ერთი ამ 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, გააჩნია პროცესს, იგეგმება შეხვედრები და ა.შ.“, - განაცხადა ბითაძემ.

არსებული ინფორმაციით, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა დაადასტურა სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების გამგზავრებაც იგეგმებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში მისი გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი