რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტმა მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ მას სტრასბურგში გამგზავრების უფლება არ მისცეს

პრეზიდენტმა მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ მას სტრასბურგში გამგზავრების უფლება არ მისცეს - სამწუხაროდ, პრეზიდენტმა იკადრა ის, რომ რეალობა დამალა და არგამგზავრების მიზეზად სულ სხვა რამ დაასახელა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, სიმართლე არის ის, რომ პრეზიდენტს პრემიერ - მინისტრის ადმინისტრაციის მხრიდან არანაირი ხელშეშლა არ ჰქონია.

“მთელს ამ არათანმიმდევრულ პროცესში ორი უტყუარი ფაქტი ვიხილეთ - ერთი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას მყისიერი პასუხი ჰქონდა. მეორე - პრეზიდენტმა მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ მას გამგზავრების უფლება არ მისცეს. ის, თუ რისთვის და რატომ დასჭირდება პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მსგავსი განაცხადების გავრცელება, ამას მე ვერ ვუპასუხებ. არც არის მიზანშეწონილი, რომ მის მიზნებსა და ამოცანებზე ვივარაუდო. ფაქტები, რაც არსებობს, უტყუარია და დანარჩენს საზოგადოება შეაფასებს.

ხელოვნურ გაჭიანურებას ბუნებაში ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან პრემიერ - მინისტრის ადმინისტრაციას საპასუხოდ ერთი სრული დღეც არ დასჭირდა და მას პასუხი არასრულ ერთ დღეში გაეცა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში 12 აპრილს შევიდა და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში