სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს. ამის შესახებ მან უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს გახსნას “მეორე ფრონტი” საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე პოლონეთში ბელარუსის საზღვართან მდებარე სამხედრო კონტინგენტს.

„ამ ფაქტორების ერთიანობა არავის არ აძლევს მოსვენების უფლებას, ჩვენ არც ვისვენებთ, ამ ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერს ვითვალისწინებთ ჩვენ დაგეგმარებაში - სამხედრო-პოლიტიკურშიც, დიპლომატიურშიც, და სხვა მხრივადაც“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთმა დაინახა „მეორე ფრონტის“ გახსნაში საქართველოს ხელისუფლების ჩათრევის მცდელობები, მაგრამ ქვეყნის მთავრობამ „პასუხისმგებელი მიდგომა“ გამოავლინა და ასეთ ქმედებებზე უარი განაცხადა. ასევე, ლავროვის თქმით, იყო ცნობები, რომ მოლდოვისგან “მეორე, მესამე, ერთ-ნახევრიანი ფრონტის” შექმნას ცდილობენ.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა