გრიგოლ გეგელია - გრძელდება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბოტაჟი

გრძელდება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბოტაჟი, - ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონკრეტულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა მოსკოვი-თბილისის ბილეთების გაყიდვა/დაჯავშნა დაიწყეს.

გრიგოლ გეგელიას შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ყოვლად დაუშვებელია ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ასეთი „სიამტკბილობა“.

„დღეს გაჩნდა საგანგაშო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა მოსკოვი-თბილისი ბილეთების გაყიდვა/დაჯავშნა დაიწყეს და „აირზენა", საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განიხილავს მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისის აღდგენის კონკრეტულ თარიღს. მაშინ როდესაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ცდილობს რუსეთის იზოლირებას, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების აღდგენა დროსთან შეუსაბამო და არაადეკვატური ნაბიჯია, რომელიც ღიად მტრობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საერთოდ ფეხქვეშ თელავს ყველა ზნეობრივ პრინციპს, თუ ისტორიულ მახსოვრობას.

მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს სასტიკ, ბარბაროსულ ომს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, როდესაც რუსი სამხედროები განაგრძობენ ქართული მიწის ოკუპაციას, ჩვენი თანამოქალაქეების დევნას და შევიწროებას, ამ ფონზე ყოვლად დაუშვებელია ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ასეთი სიამტკბილობა, ღია უვერტიურების კეთება და ლავროვის მოსაწონი საგარეო პოლიტიკის წარმოება.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ფრენების აღდგენის პერსპექტივას ზუსტად ერთი ენით მიესალმა ლავროვი და კობახიძე. ეს არის „ქართული ოცნების" საუკეთესო პოლიტიკური დახასიათება. დღეს საქართველო ლავროვის სასურველი კურსით იმართება. ამავე დროს, ჩვენ კარგად გვახსოვს ჩვენი უმთავრესი პარტნიორის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც გვაფრთხილებდა, რომ საერთაშორისო იზოლაციის დროს რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა გამოიწვევს მთელი რიგი ქართული კომპანიების დასანქცირებას.

დღეს სრულიად ნათელია, თუ რას გვირჩევს მეგობარი, და რისკენ მოგვიწოდებს მტერი, საქართველოს ანტი-ქართული მთავრობა კი მორიგ ჯერზე ირჩევს საქართველოს დაუძინებელი მტრის კურსს. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ნაბიჯით გრძელდება რუსული გავლენის სპეცოპერაცია საქართველოში, რომლის ერთადერთი მიზანიც საქართველოს იზოლირება, რუსულ ორბიტაზე გადასვლა და ამ ქვეყნის ევროპული კურსის საბოტაჟია”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, "ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვში რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში