„ნაციონალური მოძრაობა“ - გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას

გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას, - ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მმართველობითი ორგანოები ჰყავს.

„ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში.

მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და, შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა თუმცა, ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ “იმედის”, პოსტივის" და “ქართული ოცნების” რიტორიკით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები პირდაპირ ხელს აძლევს “რუსული ოცნების” მტრული პროპაგანდის განმტკიცებას.

გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას.

პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს, სადაც ჩვენი თანაგუნდელები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობენ და საქმიანობენ.

სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგები. ყველა ვინც საკუთარ თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ.

„ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით, გაუგებრობის და ბუნდოვანების შემოტანა, არ ემსახურება არც პარტიისა და არც სახელმწიფოს ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი