ირაკლი ნადირაძე - ვისაც უნდა, რომ პარტიის სახელით პარტიას ებრძოლოს და ამით სუს-ისა და „რუსული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი, ეს მათ არ გამოუვათ

ვისაც უნდა, რომ პარტიის სახელით პარტიას ებრძოლოს და ამით სუს-ისა და „რუსული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი, ეს მათ არ გამოუვათ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ამით ის ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, თუ ვინმეს სურს, რომ დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს და საკუთარი პარტია გააკეთოს, ეს მათი არჩევანია.

„ადამიანები უნდა შეეგუონ, რომ პარტიის შიგნით არჩევნები წააგეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებმა თქვეს, რომ პარტიას ახალმა გუნდმა უნდა უხელმძღვანელოს. თუ ვინმეს სურს, რომ საერთო საქმეში, რომელიც რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლას, მიხეილ სააკაშვილისა და ამ ქვეყნის თავისუფლებას გულისხმობს, ჩვენთან ერთად იყოს, მათთვის პარტიის კარი ღიაა. ვისაც უნდა რომ პარტიის სახელით პარტიას ებრძოლოს და ამით სუს-ისა და „რუსული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი, ეს მათ არ გამოუვათ. ეს არავისთვის იქნება მისაღები. ან ამ ადამიანებმა უნდა გაასწორონ თავიანთი ორიენტირი, ან ჩვენ მოგვიწევს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. პარტია უნდა გაძლიერდეს, უნდა გახდეს მრავალრიცხოვანი. ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი აკეთებს, არც პარტიას წაადგება და არც ზოგადად, ქართულ ოპოზიციას. თუ ვინმეს სურს, რომ დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს და საკუთარი პარტია გააკეთოს, ეს მათი არჩევანია“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას