ლევან ხაბეიშვილი - მოვუწოდებ ყველას, ძალა ერთობაშია - თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა

მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ - თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა, მისი კონსტიტუციური უფლებაა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის მტერი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია და არა თავად ლევან ხაბეიშვილი.

„თუ რაიმე ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი პარტია და საკუთარი პოლიტიკა განსაზღვრული. მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ლევან ხაბეიშვილი ვერ იქნება ამ ქვეყნის მტერი და ლევან ხაბეიშვილთან ბრძოლა ვერ შეიძლება იყოს ქართველი ხალხისთვის რაიმე პრიორიტეტი. არ ჩაითვლება ეს სერიოზულ მოქმედებად არავისთვის. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - ძალა ერთობაშია, ყველას შეუძლია, რომ პარტიაში მოვიდეს და ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა, იბრძოლოს და შესაბამისად, თუ ვინმეს მისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა. ეს არ არის ჩემი საქმე. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“ , - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა ოფისი გახსნეს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა