ამ, გმირი ბიჭების დამსახურებაა ზუსტად, რომ დღეს საქართველო - ქართულ ენაზე ლაპარაკობს და არა ოკუპანტის ენაზე , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის სხვა ლიდერებთან, მათ შორის, დევი ჭანკოტაძესთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო დაღუპულ ჯარისკაცებს.
„დღეს, აქ მოვედით, რომ მოვიხსენიოთ ჩვენი დაღუპული ბიჭების სულები, არ არსებობს სიტუაცია, რომ ამ დღეს, ჩვენ არ ამოვიდეთ აქ და არ ვცეთ პატივი ჩვენ გმირებს. ამ, გმირი ბიჭების დამსახურებაა ზუსტად, რომ დღეს საქართველო - ქართულ ენაზე ლაპარაკობს და არა ოკუპანტის ენაზე, ამათი დამსახურებაა, რომ ჩვენი ხალხი თავისუფლად დადის ევროპაში. მათი დამსახურებაც იქნება, რომ საქართველო შევა ევროპულ ოჯახში. ამიტომ დღეს განსაკუთრებული დღეა და ჩვენ დაღუპულ ბიჭებს უნდა ვცეთ პატივი“, - განაცხადა ჭანკოტაძემ.