დღეს აქ, რომ არ ვყოფილიყავი წარმოუდგენელია - იმ ძმათა სასაფლაოზე, სადაც გმირი ბიჭები ასვენია, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირეს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, მისი მიზანია, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გამთლიანებული იყოს.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის დღესასწაულს. დაე, ჩვენ გულებში, ოჯახებსა და ქვეყანაში მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა დაისადგუროს. სრულიად საქართველოს უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს ვულოცავ.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, წარმოუდგენელია დღეს აქ, რომ არ ვყოფილიყავი, იმ ძმათა სასაფლაოზე, სადაც გმირი ბიჭები ასვენია, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირეს. მინდა თამამად ვთქვა, რომ ჩემი საქმიანობა, ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გამთლიანებული იყოს, ქვეყანაში მშვიდობა იყოს, ერთად ხელიხელ ჩაკიდებულებმა ძლიერი საქართველო ავაშენოთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.