თემურ ჯანაშია - ხვალ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საგამოძიებო კომისიას - ამასთან, ვფიქრობთ დავაყენოთ საკითხი მიხეილ სააკაშვილის გარშემო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატის, თემურ ჯანაშიას განცხადებით, პარტიის წევრები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ.

მისივე თქმით, ისინი გეგმავენ, რომ პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენონ.

„ხვალ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საგამოძიებო კომისიას, რომელიც უკვე დიდი ხნის დაანონსებულია. ამასთან ერთად, ჩვენ ვფიქრობთ დავაყენოთ საკითხი ასევე მიხეილ სააკაშვილის გარშემო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ოპოზიცია დღეს არის მობილიზებული და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა დავაყენოთ.“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა