ბაჩო დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეზე - არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან ეს ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს

არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი არჩევნები ვიხილოთ.

როგორც დოლიძე განმარტავს, ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაპირებები ცრუ აღმოჩნდა, რის გამოც არ გამორიცხავს, რომ პარტიის ამომრჩევლის მხრიდან, მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს.

"საერთოდ არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა სამწუხაროდ, არა მარტო ჩვენთან მიმართებაში, ვინც წინა ხაზზე ვიყავით, თითოეულ ადამიანს, რომელიც არ იზიარებდა მათ პოლიტიკას, ყველას დაუკეტეს კარები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი და აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ოფისი გაიხსნა. ეს გაძლიერებისთვის კეთდება.

მინდა შევახსენო, რომ მე რომ ანალოგიური კამპანია მეწარმოებინა და მეთქვა, რომ ჩემი არჩევის შემდგომ 2 დღეში მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებ და ამას ვიზამ, იმას ვიზამ, თუ დასჭირდა ძალისმიერი მეთოდით, მანდ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გაიმარჯვებდა. შესაბამისად, როდესაც ეს არ კეთდება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ზოგადად, როდესაც ცრუ დაპირებებით მოდიხარ, მერე პრობლემები იქმნება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან ეს ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს,“ - განაცხადა დოლიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი