განათლების მინისტრი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს საკუთარ ხედვებს გააცნობს

28 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს შეხვდება და დეპუტატებს საკუთარ ხედვებს გააცნობს.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განმარტა, შეხვედრა სამუშაო ფორმატის ხასიათის იქნება, რომლის დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

„შევთანხმდით, რომ 28 აპრილს მინისტრი მოვა კომიტეტზე და წარმოგვიდგენს თავის ხედვებს, თუ რა მიმართულებებით ექნება მუშაობა და რა მიმართულებებზე ექნება მაქსიმალური აქცენტები. ეს იქნება უფრო სამუშაო ფორმატში და არა საკომიტეტო სხდომის ფორმატში. 28-ში, დილის 10 საათზე გვექნება ეს შეხვედრა და 12 საათზე უკვე გვექნება კომიტეტის სხდომა, სადაც ჩვენ მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში