პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ჩაკვეტაძე წარადგინა და დეპუტატებმა მის არჩევას მხარი დაუჭირეს.
„გიორგი ჩაკვეტაძის შემოერთება კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, გიორგი ჩაკვეტაძეს ახალგაზრდობის სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.