თეონა აქუბარდია - თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2024-ში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და კოალიციური მმართველობა უნდა დაიწყოს, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ერთად საქმის კეთება შეგვიძლია

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2024-ში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და კოალიციური მმართველობა უნდა დაიწყოს, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ერთად საქმის კეთება შეგვიძლია. სანქცირებული მოსამართლეების კლანური საქმიანობის საგამოძიებო კომისიის შექმნა ამისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში, სამი წლის განმავლობაში, ოპოზიციის ერთიანობის არარსებობის გამო, ვერცერთი საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნა.

როგორც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, ოპოზიციონერებისთვის, ვისაც სურს, რომ ქვეყანას ევროპული მომავალი ჰქონდეს, რომელიც ახლა საქართველოსთვის მართლმსაჯულების კანონზე გადის, საგამოძიებო კომისიის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„წინა კვირას, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ გამოვიდა და ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატთან უშუალო კომუნიკაცია არ გვქონია. როგორც იცით, 5-მა ქალმა დეპუტატმა გადავწყვიტეთ, 50 ოპოზიციონერ დეპუტატთან ინდივიდუალური კონტაქტი გვქონოდა. მათგან ახლა უკვე თანხმობა გვაქვს და იმედია, საგამოძიებო კომისიის შექმნა გამოვა. თუ ვინმე ნამდვილად არის ოპოზიცია და სურს, რომ ქვეყანას ევროპული მომავალი ჰქონდეს, რომელიც ახლა საქართველოსთვის მართლმსაჯულების კანონზე გადის, მათთვის საგამოძიებო კომისიის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თეორიული თანხმობა იმისა, რომ საპარლამენტო დარბაზში 50-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება, გვაქვს, თუმცა რეალურად რა მოხდება, ამას მეც ველოდები.

თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას ქმნის, თავმჯდომარეც ოპოზიციონერი უნდა იყოს. ჩვენ უამრავი მასალა გვაქვს. როგორც ჟურნალისტური გამოძიებები, ისე ყოფილი მოსამართლეების ინტერვიუები, სადაც ისინი პირდაპირ ადებენ კლანის წევრებს ხელს და ამბობენ, რომ სამსახურიდან მათ გამო წავიდნენ. ჩვენ შეგვიძლია, მთლიანად პროცესი შევქმნათ და ამით გავაშიშვლოთ ის სისტემა, რომელზეც ამდენს საუბრობენ, მაგრამ სიღრმეებში არავინ იცის რა ხდება. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2024-ში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და კოალიციური მმართველობა უნდა დაიწყოს, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ერთად საქმის კეთება შეგვიძლია. საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ეს ერთობა დავანახოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ სამი წლის განმავლობაში ამ პარლამენტში ოპოზიციის ერთიანობის არარსებობის გამო ვერცერთი საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნა.

მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მთავრობა, მიუხედავად ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა, დასავლეთიდან გამოგზავნილ რეკომენდაციებს მაინც ითვალისწინებდა. ამის მაგალითი იყო ხელისუფლების გადაბარებაც. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ "ქართული ოცნების“ პირობებში მსგავსი რამ მოხდება, რადგან მათ აქტიური ანტიდასავლური პროპაგანდა წამოიწყეს მაშინ, როცა რუსეთის გავლენები დღითიდღე ძლიერდება. ამ მოცემულობაში, სასამართლოში კლანურობა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი