შალვა პაპუაშვილი - სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა - იქნებ შეიწუხონ თავი ოპოზიციონერებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც და ზეგაც

იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძეს მის მიერ ბიუროს სხდომაზე დაყენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნა კენჭისყრაზე დღესვე დადგეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. აღნიშნულს ბიურო სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში