დავით მათიკაშვილი - გამამტყუნებელი განაჩენით აღიარებული დამნაშავეები - კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად კი არ უნდა დადიოდნენ მეგობარ სახელმწიფოებში, არამედ ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ

გამამტყუნებელი განაჩენით აღიარებული დამნაშავეები - კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად კი არ უნდა დადიოდნენ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში, მათი მფარველობით კი არ უნდა სარგებლობდნენ და თანამდებობებზე კი არ უნდა ინიშნებოდნენ, არამედ დამნაშავეთა ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეგობარი ქვეყნის [საქართველოს] თავდაცვის სამინისტროს ძარცვა და ამავე ქვეყნის მოქალაქეების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, დამნაშავეთა ექსტრადირებისთვის საკმარისი მიზეზი უნდა იყოს.

„კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი დადასტურებული დანაშაულის პროპორციულად. ამ ყველაფრის ფონზე, შეგვიძლია ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე გავაკეთოთ აქცენტი. გამამტყუნებელი განაჩენით აღიარებული დამნაშავეები - კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად კი არ უნდა დადიოდნენ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში, მათი მფარველობით კი არ უნდა სარგებლობდნენ და თანამდებობებზე კი არ უნდა ინიშნებოდნენ, რაც ერთმნიშვნელოვნად არ არის მეგობრული ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი, არამედ დამნაშავეთა ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ და საქართველოს კანონიერ მოთხოვნას კანონიერი და სამართლიანი პასუხი უნდა გასცენ დამნაშავეთა გადმოცემის თვალსაზრისით,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!