რომან გოცირიძე - როგორც იტყვიან: „ჩათრევას, ჩაყოლა სჯობია“ - კენჭისყრას ნუ გადადებთ, შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულების და კორუმპირებული კლანის კიდევ უფრო სიღრმისეული მხილება

როგორც იტყვიან: „ჩათრევას, ჩაყოლა სჯობია“. კენჭისყრას ნუ გადადებთ, შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულების და კორუმპირებული კლანის კიდევ უფრო სიღრმისეული მხილება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამერიკის მთავრობის მიერ მოსამართლეების დასანქცირება მხოლოდ დასაწყისია.

„ვიცით, რომ ძალიან შეშინებულები ხართ, ძალიან გეშინიათ დროებით საგამოძიებო კომისიის და ფიქრობთ, რაღაც ხრიკებით, როგორმე გადაავადოთ კენჭისყრა, მაგრამ ვერაფერი გიშველით.

ამერიკის მთავრობის მიერ მოსამართლეების დასანქცირება მხოლოდ დასაწყისია. როგორც იტყვიან: „ჩათრევას, ჩაყოლა სჯობია“. კენჭისყრას ნუ გადადებთ, შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულების და კორუმპირებული კლანის კიდევ უფრო სიღრმისეული მხილება.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას. ვიცით, ეროვნულ ბანკს რა დიდი როლი აკისრია ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და ეკონომიკის განვითარებაში. აქაც კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ, ვერ გაიყვანეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურა, ფაქტობრივად, გინდოდათ ისეთივე კლანი შეგექმნათ ეროვნულ ბანკში, როგორიც სასამართლოშია. ფუნდამენტი კი ააშენეთ, მაგრამ სახურავის გაკეთება ვერ მოასწარით, სახურავში თქვენს მიერ მართული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იგულისხმება.

კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმ კანონს, რომლითაც ცდილობდით საკუთარი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებას ეროვნულ ბანკში. ამის შემდეგ მან გამოაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის შესარჩევი კონკურსი, ეს მისასალმებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, პროცესმა გაუმჭვირვალედ, საიდუმლო ვითარებაში ჩაიარა. ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებს, მხოლოდ მედიის მიერ ვხედავთ, ჩასაფრებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ, უამრავი ადამიანის გამოკითხვის შედეგად. ვინც შედიოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტები ყველას ეკითხებოდნენ, თქვენ ხომ არ ბრძანდებით გასაუბრებაზე მოსული. ძალიან უცნაური და სამწუხაროა, რომ დღემდე არ ვიცით იმ 8 კანდიდატურიდან, რომელი გადავიდა მეორე ოთხეულში, ან საერთოდ ვინ იყო ეს 19. რასაც მედიიდან ჩვენ ვხედავთ, ეს ადამიანები როგორი განათლებულები და პატივსაცემებიც არ უნდა იყვნენ, იოტისოდენადაც ვერ აკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის მოთხოვნას. აქ საჭიროა, როგორც ცოდნა და გამოცდილება, ასევე პიროვნული ხასიათი",- აღნიშნავს გოცირიძე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში