ხატია დეკანოიძე „ქართულ ოცნებას“ - ადამიანები, რომლებიც სასამართლოში გირგვლიანისა და სხვა კრიტიკულ საქმეებში ფიგურირებდნენ, გადმოიყვანეთ, გულში ჩაიხუტეთ, „კლანი“ გაანოყიერეთ

ის ადამიანები, რომლებიც სასამართლოში გირგვლიანისა და სხვა კრიტიკულ საქმეებში ფიგურირებდნენ, გადმოიყვანეთ, გულში ჩაიხუტეთ, „კლანი“ გაანოყიერეთ, - პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა და მოუწოდა, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ.

„სამწუხაროა, „ქართული ოცნება“ ისევ კრემლის პროპაგანდას იმეორებს და ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს ნამდვილად ძალიან მძიმე და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა. თქვენთვის ეს ინტერესები მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა, მხოლოდ პარტიული ინტერესი გქონდათ და ასევე, იმ ადამიანის ინტერესს აკმაყოფილებდით, რომელსაც უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესთან არანაირი საერთო არ აქვს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ დარბაზში კიდევ ისმის, რომ საქართველოში დაიწყო ომი. ეს სამარცხვინოა, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ.

რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ვფიქრობ, რომ დროში აბნეულები ხართ. 2012 წელს თქვენი გუნდი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის, სხვადასხვა ღირსების დაცვის პრინციპით მოვიდა ხელისუფლებაში. მაშინ საზოგადოება გირგვლიანის საქმეზე და ა.შ. სასამართლოს სამართლიანად აკრიტიკებდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ მსგავს კრიტიკულ საქმეებში ფიგურირებდნენ, გადმოიყვანეთ, გულში ჩაიხუტეთ, „კლანი“ გაანოყიერეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც მიუღებლები არიან.

„კლანის“ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება არ არსებობს. დავით მათიკაშვილი რამდენიმე წუთის წინ გამოგონილი გზავნილებით საუბრობდა. ბატონო დავით, სუს-ის კრებსებში მოხვდა ის, როგორ დავდიოდი მე ექიმთან, როგორ ვესაუბრებოდი დედაჩემს, რას ველაპარაკებოდი ჩემს შვილს. როგორ გგონიათ, გვჯერა, რომ თქვენ „ქოლ ცენტრების“ არსებობის შესახებ არ იცოდით? თქვენ ფარავდით ორგანიზებულ დანაშაულს და 13000-მდე ახალგაზრდა ჩართეთ მასში. ყველაფერი, რაც ოპოზიციას ეხება, ნებისმიერი პირადი საუბარი, სუს-ის მიერ კონტროლირებადია. ახლა მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა, რომ ამხელა ორგანიზებული დანაშაული არსებობდა და თქვენ არ იცოდით.

ბატონო შალვა, მოგიწოდებთ, რომ საგამოძიებო კომისიის საკითხი გამოიტანოთ. რამდენიმე წლის წინ, ორი შვილის ახალგაზრდა დედა მოსამართლე ჩხიკვაძემ ციხეში 6 თვით არაფრისთვის გაუშვა. ეს ქალი ახლა სასჯელს იხდის მაშინ, როდესაც ფარცხალაძე 5000- ლარიანი გირაოთი გამოუშვით. ჰკითხეთ მოსამართლე ჩხიკვაძეს, რატომ გაუშვა 2 შვილის დედა ციხეში 6 წლით. სწორედ ასეთი მოსამართლეების გამოსავლენად უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი