ლევან ხაბეიშვილი - მაღალი თანამდებობის პირები დასანქცირებისთვის უნდა მოემზადონ

ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს, არამედ მათ თქვეს, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს - ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი. სხვანაირად წარმოუდგენელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც სასამართლოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დასანქცირებისთვის უნდა მოემზადონ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, პროკურორები და მოსამართლეები.

„დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის ნამდვილად არ თქვა, რომ ჩინჩალაძე და მუსურიძე ერთმანეთს ურეკავს და ერთმანეთზე ახორციელებს ზეწოლას ანუ, არსებობენ გარეშე პირები, მაღალი თანამდებობების პირები, მაგალითად, პროკურორი შოთაძე, ან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ან გრიგოლ ლილუაშვილი, ვისაც შეუძლია, რომ ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეებზე. ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს, ან ერთმანეთს ურეკავს, რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერთონ, არამედ მათ თქვეს, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს. შესაბამისად, უნდა მოემზადონ შემდეგში პროკურორები, მაღალი თანამდებობის პირები, სუს-ის ხელმძღვანელი, რომელიც სავარაუდოდ, ჩართულია. ასევე დარწმუნებული ვარ, სხვა მოსამართლეებიც გამოიკვეთება, ვისაც შემდეგ უკვე ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა, ან ზეწოლას ახორციელებდა. ამ ადამიანების მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, მათ შორის, პრეზიდენტი სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი. სხვანაირად წარმოუდგენელია,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, მან პლენარულ სხდომაზე სასამართლოში ნეპოტიზმის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემაში მოსამართლეების ნათესავები არიან დასაქმებული.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია 90 მოსამართლის შესახებ აქვს მოძიებული.

„ირაკლი შენგელია ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითია. თავის ცოლის ძმა უზენაეს სასამართლოშია, დაც სასამართლოშია, მეორე დაც სასამართლოშია, დისშვილიც სასამართლოშია, მერე იმის დისშვილის მეუღლე აგერ პარლამენტშია, იმის ნათესავი თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ? 90 მოსამართლის შემთხვევა მაქვს გამოძიებული და შემიძლია მოგაწოდოთ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა