არმაზ ახვლედიანი - ნიკა გვარამია არ უნდა იყოს ციხეში, რცხვენოდეს ყველას, ვინც მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას დროულად არ იღებს - იგივე ეხება მესამე პრეზიდენტსაც

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, აქსიომაა ის, რომ ნიკა გვარამია ციხეში არ უნდა იჯდეს. მისივე თქმით, იგივე ეხება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც პატიმრობაში არასამართლიანი სასამართლოს განჩინებით იმყოფება.

როგორც არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ზოგიერთი ადამიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მსხვერპლია.

„ამ განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობის ფონზე, ადამიანს ყველაზე მეტად უსამართლოდ დაჩაგრულებზე გეფიქრება. პირველ რიგში, გავიხსენებდი მათ, ვინც უკრაინაში უკრაინისა და საქართველოსთვის ბრძოლას ეწირებიან. უამრავი ადამიანი ეწირება ამ ბრძოლას და სხვებიც მზად არიან, რომ შეეწირონ. ამ დროს გახსენდება ასი ათასობით დევნილი, რომელთა უმრავლესობა ახლაც სოციალურად დაუცველია.

გარდა ამისა, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ადამიანს, რომელსაც 25 წელი მიუსაჯეს იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანაში სისხლიან ომს აპროტესტებს. ეს არის ვლადიმერ კარა-მურზა. საუბედუროდ, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა წარსული აქვთ, მაგრამ დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლნი არიან. ნიკა გვარამია არ უნდა იყოს ციხეში, ეს აქსიომაა. რცხვენოდეს ყველას, ვინც ნიკა გვარამიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას დროულად არ იღებს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება მესამე პრეზიდენტსაც, რომელიც არასამართლიანი სასამართლოს განჩინებითაა იქ, სადაც არის. მისი ვერც ერთი ბრალეულობა ვერ ამართლებს იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ის იმყოფება. ყველა დღე, ყველა დღესასწაული და თვითონ ქრისტიანობაც არის სხვების გათვალისწინება. იმედი მაქვს, დადგება დღე, როდესაც ამ კულტურას ავითვისებთ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი