პრემიერ-მინისტრი - მინდა ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრით ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს - ოპოზიციამ განმარტებები უნდა გააკეთოს, რატომ ფინანსდებიან ნაძარცვი ფულით

მინდა ჩვენ ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ქართული ოპოზიციის მისამართით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ „ყველა დამნაშავე, რომელიც თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, პასუხისგებაში იქნება მიცემული“.

„როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, მინდა ჩვენ ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა.

გახსოვთ, რომ შარშან, პირიქით, აბრალებდნენ, თითქოს, ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ამ საქმეში და ახლა BBC-მ, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გამოავლინა და ამის თაობაზე მთელ საზოგადოებას ეცნობა. ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებმა ყოველდღიურად ბოდიში უნდა მოიხადონ როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე. ახსნა-განმარტებები უნდა მისცენ, რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით, ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით.

მინდა ჩვენს საგამოძიებო სამსახურებს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ მეტად რთული სქემის გამოძიების საქმეში. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ინტენსიურად ვიმუშავეთ. იმედი მაქვს, ყველა დამნაშავე, რომელიც ამ თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, პასუხისგებაში იქნება მიცემული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი