ანა წითლიძე ნინო წილოსანს - მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აღიარება თქვენი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური განაჩენია

მე შევახსენებ ნინო წილოსანს, რომ უმრავლესობის წევრია და ის სააკაშვილის ჯილდოებზე კი არ უნდა წუხდეს, არამედ იმაზე უნდა დარდობდეს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში, სკოლებში ბავშვთა კვება ძალიან დიდი პრობლემაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებებს უპასუხა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მოახერხა და საქართველოს ხელისუფლებას, მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ნიღაბი ჩამოახია.

მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აღიარება თქვენი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური განაჩენია. დაუძლურებული, დასუსტებული, თქვენ მიერ მოწამლული, ციხიდან ახერხებს იმას, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნიღაბი ჩამოგახიათ. ამიტომაც დღეს თქვენ რაიმე რესურსი რომ გქონდეთ, პოლონელებსა და ნორვეგიელებს კი არ უნდა უწუნებდეთ ღირებულებებს, არამედ იმაზე უნდა საუბრობდეთ, რომ თქვენი მმართველობის 11 წლის განმავლობაში საქართველო ასეთი გაუბედურებული არასდროს ყოფილა და საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა, როდესაც ჩვენმა სტრატეგიულ პარტნიორებმა მოსამართლეები დაასანქცირა, არასოდეს არ ყოფილა ამ ქვეყანაში კორუფციის ის მასშტაბი რაც დღეს არის და ამ ქვეყანას არასოდეს ჰყოლია ისეთი პრორუსი ხელისუფლება, როგორიც თქვენ ხართ. ამას არა ჩვენ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება გეუბნებათ. სანამ ამ სისულელეებს ილაპარაკებს ქალბატონი ნინო წილოსანი, მე შევახსენებ, რომ უმრავლესობის წევრი არის და უმრავლესობის წევრი სააკაშვილის ჯილდოებზე კი არ უნდა წუხდეს, იმაზე უნდა დარდობდეს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ბავშვთა კვება ამ ქვეყანაში სკოლებში ძალიან დიდი პრობლემაა. კვლევების თანახმად, მოსწავლეების 77% საჯარო სკოლაში შიმშილობს. კარგი იქნება, თუ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები წალენჯიხას მიბაძავენ და უფასო კვების საკითხს პრიორიტეტულს გახდიან“, - განაცხადა წითლიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში