ალეკო ელისაშვილი - რა უნდა გამოიძიოს სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიამ? პარლამენტის წევრები არ ვართ ექიმები

პარტია „მოქალაქეები“ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

როგორც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ ფიქრობს, რომ ეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ ამაზე დრო უნდა დაკარგონ.

„რა უნდა გამოიძიოს ამ კომისიამ? პარლამენტის წევრები არ ვართ ექიმები, რომელთაც უნდა გაარკვიონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი აქვს, ჩვენ - ჩვენი. არ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. თავიდანვე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამ კომისიას მხარს არ დავუჭერდით.

არ მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და ამაზე დრო უნდა დავკარგოთ. ყველაფერი ისედაც ნათელია და ხელის გულზე დევს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი