ქეთევან თურაზაშვილი - ბრიტანელი პენსიონერებისგან განსხვავებით, რომლებიც დანაშაულებრივი დაჯგუფების თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდნენ, საქართველოში პენსიონერების ძარცვა დაკანონებულია

ძველ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით პრობლემები კვლავაც არსებობს და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არის მისაღები, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, პენსიონერების დიდ ნაწილს 2023 წლამდე უკვე აღებული აქვს სესხი, რომელსაც მათი უმეტესობა მკურნალობისთვის ან ოპერაციისთვის სჭირდებოდა.

„ბრიტანელი პენსიონერებისგან განსხვავებით, რომლებიც დანაშაულებრივი დაჯგუფების თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდნენ, საქართველოში პენსიონერების ძარცვა დაკანონებულია. ამ დარბაზში ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პენსიონერებისთვის არაფერი შეცვლილა. არც ფინანსთა სამინისტროს, არც ეროვნულ ბანკს და არც მითუმეტეს, „ლიბერთი ბანკს“ არ გამოუთქვამს სურვილი კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა ამ საკითხს, შეესწავლა, განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ მავნე პრაქტიკას გამოასწორებდა. შეკითხვაზე ეროვნული ბანკის პასუხი ასეთია, რომ ჯერ მომართვიანობას დააკვირდება. მოხუცების ცხოვრების ხარისხი დღითიდღე უარესდება. პენსიონერების დიდ ნაწილს 2023 წლამდე უკვე აღებული აქვს სესხი, რომელსაც მათი უმეტესობა მკურნალობისთვის ან ოპერაციისთვის სჭირდებოდა. პანდემიის დროს ისარგებლეს 3-6 თვიანი გადავადებით და სესხები გაეზარდათ 2-3 წლის ვადით, რაც მათთვის არავის აუხსნია. ეს მათ მოტყუებას ნიშნავს. მოხუცები შველას ითხოვენ და ასობით ასეთი მაგალითი მაქვს“, - განაცხადა დეპუტატმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში