არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნა მოსამართლეებზე შურისძიების მორიგი მცდელობაა - რადიკალური ოპოზიცია ვერ ეგუება იმას, რომ ამ მოსამართლეებმა გაასამართლეს მათი ყოფილი პოლიტიკური ლიდერები

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

მისივე თქმით, ინიციატივა ასევე, ევრორეკომენდაციების საბოტაჟია, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით, ისინი რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ეფექტურად შეუშლიან ხელს.

ამასთან, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი მოსამართლეებზე შურისძიების მორიგი მცდელობაა.

„მე ყურადღებით გავეცანი განმარტებით ბარათს, რომელიც ამ ინიციატივას ახლავს და პირდაპირ და პრინციპულად უნდა ითქვას, რომ ეს ინიციატივა არა სასამართლოს დამოუკიდებლობით და თავისუფლებით დაინტერესებული ოპოზიციის ნაბიჯია, არამედ რეალურად, ეს ინიციატივა არის სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, ევრორეკომენდაციების საბოტაჟი, ვინაიდან ახლა, როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულება მიმდინარეობს და მისი მთავარი ნაწილი სწორედ სასამართლო რეფორმებია, ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით ისინი ეფექტურად შეუშლიან ხელს რეკომენდაციების შესრულებას და მაშასადამე, ხელს შეუშლიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას. მესამე - ეს ინიციატივა არის მოსამართლეებზე შურისძიების მორიგი მცდელობა. რადიკალური ოპოზიცია ვერანაირად ვერ ეგუება იმას, რომ მათი ხელისუფლების დროს დანიშნულმა და შემდგომში ჩვენი ხელისუფლების დროს დანიშნულმა მოსამართლეებმა არა ერთხელ და რეალურ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაასამართლეს მათი ყოფილი პოლიტიკური ლიდერები,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი