იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ კანდიდატებს პარლამენტი კენჭს მიმდინარე კვირაში უყრის

პარლამენტის მიმდინარე კვირის კენჭსაყრელ საკითხებში ბიურომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი შეიტანა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90-ხმიანი კონსენსუსი სჭირდება.

თითქმის ორი წელია საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში კონკურსი 30 სექტემბერს გამოცხადდა და განაცხადი 32-მა პირმა გააკეთა, თუმცა შეთანხმების არარსებობის გამო პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!