ალექსანდრე რაქვიაშვილი უმრავლესობას - მოგვეწვია გენერლები და გვეკითხა, რა ჯარი უნდათ, რამდენი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტი - გინდათ, რომ ათასობით ადამიანი ჯარში ძალით წაიყვანოთ, ეს არის პატრიოტიზმი?

მოგვეწვია გენერლები და გვეკითხა, რა ჯარი უნდათ. იმდენად გენანებათ 30 მილიონი ლარი, რომ გინდათ ათასობით ადამიანი ძალით წაიყვანოთ ჯარში, ეს არის პატრიოტიზმი?, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თავდაცვის კოდექსი არის პოლიტიკური პროექტი, რომლის შემუშავებაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები და საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ჩართული.

„ადამიანები ახლა ნებაყოფლობით მიდიან ჯარში. ჩვენი, „ბიბლიური თავისუფლების“ დამსახურებაა, რომ ყველა, ვინც მიდის მართლა ფიცს დებს, რადგან ეს ნებაყოფლობითია. ფიცის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს. როგორც კი „ბიბლიური თავისუფლება“ ვეღარ დაეხმარება და ძალით წაიყვანთ, ციხით დაემუქრებით ადამიანებს. ისინი ჯარში მხოლოდ მუქარის გამო წავლენ. მოგვეწვია გენერლები და გვეკითხა, რა ჯარი უნდათ. გვეკითხა, რამდენი ბიუჯეტი უნდა გამოვყოთ ამისთვის. თქვენ იმდენად გენანებათ 30 მილიონი ლარი, რომ გინდათ, ათასობით ადამიანი ჯარში ძალით წაიყვანოთ. ეს არის პატრიოტიზმი? - ეს არაფერ შუაში არ არის პატრიოტიზმთან, ჯართან, თავდაცვასთან, ეს არის პოლიტიკური პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს. ამის შემდეგ მართლა თავდაცვაზე დავიწყოთ საუბარი“, - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ