დავიჯერებდი ბატონი მათიკაშვილის გაღიზიანებას ზოგიერთი ყოფილი ჩინოსნის მიმართ, კერძოდ, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით რომ არ მოსწონდეს ის მურუსიძე, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ზუსტად იმ გირგვლიანის თემაზე, რომელიც მაშინ იყო რიგითი და დღეს არის უპირველესი კაცი სასამართლოში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეების მიმართ სანქციები ხელისუფლებისთვის მისანიშნებლად დაწესდა, რომ ამ ტიპის სასამართლოთი და არადასავლური ღირებულებებით ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს ვერ მიიღებს.
„ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, რა ღირებულებების ქვეყანა უნდა გახდეს მათი დემოკრატიული ოჯახის წევრი. ეს ყაჩაღთა თავშესაფარი შეიძლება იყოს, ტერორისტული ქვეყნის ჰაბი თუ რა წარმონაქმნი შეიძლება აღმოჩნდეს ეს შესანიშნავი სამოთხე, რომელიც დღეს არასამართლებრივ ქვეყანაში ჯოჯოხეთად იქცა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.