ჩვენ უკვე გვქონდა არა მხოლოდ მიგნებები, არამედ გამოტანილია კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულება ვერ ხერხდება, თუმცა უკვე ვიხილეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ვერ მოხერხდა და ვერ შესრულდა გადაწყვეტრილებები, საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული მოხდა , - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავით კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, თავად თაღლითური სქემების პარალელურად, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ფინანსური სახსრებით ფინანსდება მედიასაშალება, რომელიც მიუკერძოვებელი უნდა იყოს.
ამასთან, ქარსელაძის თქმით, პენსიონერების თანხები, რომელიც მათ „ბედნიერი სიბერისთვის ჰქონდათ“ გადადებული, უკანონოდ იქნა მოპოვებული, რითაც იმ ყველაფრის დაფინანსება ხორციელდებოდა, რაც ქვეყანაში არეულობას ისახავს მიზნად.
„რა თქმა უნდა, ეს არის აღმაშფოთებელი - უკვე მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ, რომ მოხდა 1 მილიარდი ლარის მითვისება, რაც არა მარტო სამარცხვინო, არამედ ნამდვილად მიუღებელია. ასეთი რამ დაუშვებელია, საბოლოო ჯამში აღმაშფოთებელი. გარდა იმ მიგნებებისა, რაც გადაცემაში იყო, არის ის, რომ რეალურად ამ ყველაფრით, საბოლოო ჯამში, ფინანსდება ის მედია, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოვებელი და სწორედ დაფინანსების წყაროდან გამომდინარე უნდა იყოს მართალი იმისთვის, რომ მერე თვითონ სიმართლე ილაპარაკოს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მიუღებელი.
ჩვენ ვიხილეთ უკვე საერთაშორისო მასშტაბის შემთხვევა. საქართველოს ვითარებაში ჩვენ უკვე გვქონდა არა მხოლოდ მიგნებები, არამედ კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებები გამოტანილი, რომელთა აღსრულება ვერ ხერხდება, თუმცა უკვე ვიხილეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ვერ მოხერხდა და ვერ შესრულდა ის გადაწყვეტრილებები, უკვე საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული მოხდა, პენსიონერი ადამიანების თანხა, რომლებმაც თავიანთი ბედნიერის სიბერისთვის გადადეს ის, იქნა მითვისებული აბსოლუტურად უკანონოდ და უფრო მეტიც, მითვისებასთან ერთად ხორციელდება სწორედ ამ მოპოვებული უკანონო სახსრებით ამ ყველაფრის დაფინანსება, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში არეულობას, ძალიან ბევრ ნეგატიურ გამოვლინებას, რომელიც როგორც მთლიან პოლიტიკურ და ქვეყნის ჭრილში, ასევე ბოლო 2 კვირის განმავლობაში კონკრეტულ მნიშვნელოვან პროექტებთან მიმართებით ვიხილეთ“ ,- განაცხადა ქარსელაძემ.