გაუგებარია, რაზე უნდა იმსჯელოს საგამოძიებო კომისიამ. გაუგებარია, რატომ უნდა ჩაერიოს ვინმე სასამართლო ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მონაპოვარი არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.
„ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მონაპოვარი არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. შესაბამისად, ყველა პროცესი, რაც უკავშირდება სასამართლოს, ჯდება იმ ჩარჩოში, რასაც განსაზღვრავს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები. გაუგებარია, რაზე უნდა იმსჯელოს საგამოძიებო კომისიამ, გაუგებარია რატომ უნდა ჩაერიოს ვინმე სასამართლო ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში“,- განაცხადა ქარსელაძემ.