განათლების მინისტრი - რადიკალურ ოპოზიციას რამის გამოძიება კი არ უნდა, პირიქით, უნდა დააკნინოს და ჩრდილი მიაყენონ  სასამართლო რეფორმას

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ რაიმეს გამოძიება კი არ უნდათ, პირიქით, უნდათ დააკნინონ და ჩრდილი მიაყენონ სასამართლო რეფორმას, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ამილახვარი განმარტავს, სასამართლო დღეს სრულად დამოუკიდებელია.

„ოპოზიციის მხრიდან მთავარი საკითხი არ არის საგამოძიებო კომისიის შექმნა. იცით, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ახლოვდება. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა, თითქმის ყველა პუნქტი, რომელიც გაწერილი იყო ევროკომისიის მხრიდან უკლებლივ სრულად შეასრულა, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ რაიმეს გამოძიება კი არ უნდათ, პირიქით, უნდათ დააკნინონ და ჩრდილი მიაყენონ იმ სასამართლო რეფორმას, რომელიც ახლა ხორციელდება და „ქართულმა ოცნებამ“ 10 წლის განმავლობაშიც განახორციელა.

სასამართლო დღეს სრულად დამოუკიდებელია, გატარდა ინსტიტუციური და ინდივიდუალური, მოსამართლის გაძლიერების მექანიზმები.

შესაბამისად, დღეს სასამართლო სრულად დამოუკიდებელია. რაც შეეხება დეტალებს, ვფიქრობ, ეს იმ მხარემ უნდა წარმოადგინოს და ამტკიცოს, ვინც სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს გარკვეულ კორუფციულ ქმედებებზე ბრალი წაუყენა. ჩვენ ჯერ საჯაროდ მსგავსი არაფერი გვინახავს“, - აღნიშნავს ამილახვარი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი