განათლების მინისტრი - ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს და სწორედ ამისთვის ვართ, მათ რომ სწორად ვუპასუხოთ - ახლო მომავალში ზუსტს ხედვას წარმოვადგენთ

ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს. ამისთვის ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში წარადგენენ გეგმას, თუ როგორ უპასუხონ გამოწვევებს.

" სამი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა საკითხს სიღრმისეულად ჩავუღრმავდით, ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს და სწორედ ამისთვის ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. ვერ გამოვყოფდი სუსტ რგოლს, გვაქვს ძალიან ბევრი ძლიერი მხარე. ვიტყოდი, რომ გვაქვს გამოწვევები როგორც სასკოლო განათლებაში, ასევე სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში, თუმცა ახლო მომავალში წარმოვადგენთ ზუსტს ხედვას, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, - აღნიშნავს მინისტრი.

მან უცხოელ სტუდენტებზეც ისაუბრა, რომელთაც საქართველოში სწავლა სურთ და აღნიშნა, რომ იმუშავებენ ისეთი სისტემის შექმნაზე, რომლითაც საქართველოში განათლებას მარტივი გზით მიიღებენ.

"ეს მრავალპროფილური საკითხია. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გაფართოებულ ფორმატში გვექნება ამ საკითხის განხილვა. პროცედურული პრობლემები, პირველ ეტაპზე უნდა შემცირდეს, ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელიც უცხოელ სტუდენტებს იოლ წვდომას მისცემს ქართულ განათლებაზე" , - აღნიშნა მინისტრმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა