ირაკლი ზარქუა ხათუნა სამნიძეს - თუ რეალურად საქმე გაინტერესებდათ თქვენ და დანარჩენ რადიკალებს, შეგეძლოთ ქალბატონი ელჩი დაგებარებინათ - გინდათ, მორიგი შოუ დადგათ, თითქოს მუშაობთ

თქვენ გინდათ, უბრალოდ მორიგი შოუ დადგათ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ცოტა სახე შეინარჩუნოთ, მოსახლეობას დაანახოთ, რომ თითქოს მუშაობთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის ნაცვლად შეეძლო ელჩი დაებარებინა და მისთვის დაესვა კითხვები.

ზარქუამ მიმართა, დეპუტატ ხათუნა სამნიძეს და აღნიშნა, რომ „ვერ მიხვდა“ რა არის საგამოძიებო კომისიის შექმნის არგუმენტი.

„ქალბატონო ხათუნა, მთელი დღეა გისმენთ და სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი, არგუმენტი ვერ გავიგე, რატომ გინდათ კომისიის შექმნა, ერთადერთი, რასაც ლოგიკურად ვხვდები ისაა, რომ ჩავარდნილი აქციების შემდეგ, ბოლო 9 აპრილის აქციისთვის, რომ მთელი თვე ემზადებოდით რადიკალური ოპოზიცია და შემდეგ მარტო ჩემს ხაბეზე გადატეხეთ [ჯოხი], ეგ იყო ავტორიო, თორემ ჩვენ რა შუაში ვართო და გაემიჯნეთ.... თუ რეალურად საქმე გაინტერესებდათ თქვენ და დანარჩენ რადიკალებს, შეგეძლოთ ქალბატონი ელჩი დაგებარებინათ და გეკითხათ, ქალბატონო ელჩო, კონკრეტული არგუმენტები მოგვეცით, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს შემდეგ მუშაობა. არა, თქვენ ეს არ გაინტერესებთ, თქვენ გინდათ, უბრალოდ მორიგი შოუ დადგათ, რომ ამ რადიკალურმა ოპოზიციამ ცოტა სახე შეინარჩუნოთ, მოსახლეობას დაანახოთ, რომ თითქოს მუშაობთ.

ქალბატონო ხათუნა, კითხვა მაქვს პირადად თქვენთან, გეგმავთ თუ არა, რომ შეისწავლოთ ადეიშვილის დროინდელი სასამართლო სისტემა და თქვათ, რომ მაშინ ტირანია იყო სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იქიდან უნდა დავიწყოთ შესწავლა?“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ