ალეკო ელისაშვილი  - არ შეიძლება ერთმანეთს ნაცარს ვაყრიდეთ, ვითომ არ ვიცით, რა ხდება სასამართლოში

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ ექნება, თუ სასამართლო სასამართლოს არ დაემსგავსა.

როგორც მან პარლამენტში სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვისას განაცხადა,

„ლევან მურუსიძე, ჩინჩალაძე იყო 2012 წლამდეც და ზუსტად მათი ხელით მართავდა.

ლევან მურუსიძე, ჩინჩალაძე რომ აზის ამ ქვეყანას თავზე და სასამართლო ჯიბეში ედოთ წინა ხელისუფლების და თქვენი ხელისუფლების დროსაც, ამის გარკვევა გვინდა. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ პერსპექტივა არ ექნება ამ ქვეყანას, თუ სასამართლო სასამართლოს არ დაემსგავსა - სულ ასეთი ღატაკი და მაჩანჩალა იქნება, რადგან არც ინვესტორი გაგეკარება და არავინ, ამაზეა ლაპარაკი.

არ შეიძლება ერთმანეთს ნაცარს ვაყრიდეთ ამ ხნის განმავლობაში, ვითომ არ ვიცით სასამართლოში რა ხდება, ვითომ ახლა გაიგეთ. თქვენ ხართ ხელისუფლებაში და სააკაშვილს თურმე ფული მოუპარავს, კარგით რა!“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი