თინა ბოკუჩავა - მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება, საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელოს დეპუტატმა, რომელსაც პარტიული კუთვნილება არ გააჩნია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიზანშეწონილი იქნება, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთვნილება არ გააჩნია.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, კომისიის მუშაობა დამოუკიდებელი უნდა იყოს.

„ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ კომისიას სრული შემადგენლობით. თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება, ამ შემთხვევაში დეპუტატმა, რომელსაც არ გააჩნია პარტიული კუთვნილება, ასეთმა ადამიანმა უხელმძღვანელოს ამ კომისიას. ვფიქრობთ, ამ კომისიის დამოუკიდებელი მუშაობა და აღმოფხვრა იმისა, რომ არსებობდეს რაიმე სპეკულაციის შანსიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში მაქსიმალურად ფართო სანდოობა ჰქონდეს. ვისურვებდი, თქვენც გესმოდეთ აღნიშნული საკითხი და ასე ხედავდეთ ამ კომისიის მნიშვნელობას“, -განაცხადა ბოკუჩავამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა