ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - თქვენ ხართ დამნაშავეები, კრიმინალები, პასუხს აგებთ პოლიტიკურად, ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალია - თქვენ სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს წინააღმდეგ სიცრუეზე და სიყალბეზე აგებული კამპანია არის შემაფერხებელი ფაქტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის.

მან პარლამენტის სესიაზე ოპოზიციას მიმართა, რომ ეს არის მათ მიერ გადადგმული შეგნებული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნაბიჯი.

„უამრავი სიცრუეზე აგებული კამპანიაა სასამართლოს წინააღმდეგ. სწორად შეგახსენეს კოლეგებმა, რომ კანდიდატის სტატუსს პირდაპირ უკავშირდება ეს ყველაფერი. სიცრუეზე აგებული კამპანია წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ დროს სიმართლე არის ციფრებში გამოხატული. სიმართლე არის ის, რომ სასამართლო სისტემაში არამარტო დრამატულად გაუმჯობესდა ვითარება, არამედ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. ამას აჩვენებს ის სტატისტიკა, რომელიც წარმოდგენილია. როდესაც წარმოებს ყალბი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ, ეს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. სიცრუეზე და სიყალბეზე აგებული კამპანია არის შემაფერხებელი ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის. როდესაც თქვენ დადგენილების პროექტს აინიცირებთ, რომლის მიზანიც არის ამ კამპანიის გაძლიერება, ამით თქვენ კიდევ ერთხელ ცდილობთ, დაბრკოლება შეუქმნათ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს არ არის თქვენი შეცდომა, ეს არ არის თქვენი გადაცდომა, ეს არის თქვენი შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნაბიჯი. თქვენ უპირისპირდებით სახელმწიფოს იმით, რომ ცდილობთ გააძლიეროთ სიყალბეზე აგებული კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ“,- მიმართა კობახიძემ ოპონენტებს. როგორც მან აღნიშნა, „უტიფრობის უმაღლესი ხარისხია, როდესაც კრიმინალური პოლიტიკური ძალა დღეს აინიცირებს დადგენილების პროექტს სასამართლოსთან დაკავშირებით“.

„თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კრიმინალები, თქვენს სინდისზეა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ ციხეში გამოკეტილი. ათი ათასობით ადამიანმა უსამართლოდ გამოიარა ჯოჯოხეთური ციხე თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ამ დანაშაულისთვის თქვენ საბოლოოდ პასუხს აგებთ პოლიტიკურად. ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალი არის. ასევე, გარდა იმისა, რომ 25 ათასი ადამიანი იყო ციხეში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14-ჯერ შემცირდა თქვენი ხელისუფლების შემდეგ. თქვენი სისტემის გამო, ასეულობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ნაადრევი სიკვდილით. თქვენ სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი. ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აინიციირებს დადგენილების პროექტს სასამართლოსთან დაკავშირებით. ალბათ დამეთანხმებით, უტიფრობის უმაღლესი ხარისხია“, - განაცხადა კობახიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში