ირაკლი კობახიძე - ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ხელისუფლება სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას ვერ განიხილავს.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს დაცული.

„ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სასამართლო სისტემაზე. ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაზე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე და ბოლომდე ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“ , - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რეგისტრაციის არ გავლით საპარლამენტო უმრავლესობამ განახორციელა მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და ყველა კეთილსინდისიერი ქართველი მოსამართლის მიმართ.

„რეგისტრაციის არ გავლით, ჩვენ განვახორციელეთ კონკრეტული პოლიტიკური აქტი. ეს იყო მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და ეს იყო სოლიდარობის აქტი ყველა კეთილსინდისიერი ქართველი მოსამართლის მიმართ. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი. საქართველოში ჩვენ ერთხელ უკვე ვიხილეთ ვითარება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ უტევდა სასამართლო სისტემას, მათ გადამწყვეტი კონტროლი მოიპოვეს სასამართლო ხელისუფლებაზე და კარგად გვახსოვს თუ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ მეორედ ვერ დავუშვებთ იმას, რომ თუნდაც მინიმალური წარმატებული დოზით განხორციელდეს შეტევა დამოუკიდებელ სასამართლოზე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე ჩვენ კვლავაც გვექნება პრინციპული პოზიცია, ნებისმიერი ასეთი მცდელობის მიმართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოზიცია ბოლომდე გავიტანოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით არ შექმნას კომისა. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა კობახიძემ. მან ასევე დასძინა, რომ საქართველოში არ შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნას კომისა სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სისხლიანი, კრიმინალური პოლიტიკური პარტია, რომელმაც სისხლიანი სასამართლო სისტემა შექმნა. ამ სისტემამ 9 წლის განმავლობაში უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა, შესაბამისად ჩვენ ამ კრიმინალური პოლიტიკურ ძალას სასამართლო თემებზე ვერ მივცემთ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51 -მა დეპუტატმა გაიარა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად ამ გადაწყვეტილებას ტაშიც დაუკრეს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი