„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შემცვლელი იძებნება.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მეტად დასუსტდება და დაიშლება, მით უფრო უკეთესი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
„ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი. ეს სხვადასხვა წყარომ დაადასტურა. ეს მათი შიდა საქმეა, ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესო არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მეტად დასუსტდება და დაიშლება, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. შესაბამისად, სჯობს, ეს პროცესი ასე გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.