ხატია დეკანოიძე უმრავლესობაზე - ერთადერთი, რითაც კმაყოფილი ვარ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შიშის ფაქტორი აქვთ - დადასტურდა “კლანის“ მფარველობაც

საგამოძიებო კომისიის შექმნა არ უნდათ იმიტომ, რომ „კლანს მფარველობენ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მობილიზაციის შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს პარლამენტში „ქართულ ოცნებას“.

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვინახავს შეშინებული უმრავლესობა, გვინახავს ისიც, თუ როგორ წაიღეს მათ კანონმდებლობა უკან, ახლა რეალურად, ის მოცემულობა იყო, როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უმრავლესობა ნამდვილად ძირეულად შეაშინა. მთელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად, თვითონ იყვნენ ოპოზიციაში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან. ეს არის ჩვეულებრივი, ძალიან სერიოზული მაჩვენებელი იმის, რომ მათ შეეშინდათ. საგამოძიებო კომისიის შექმნა არ უნდათ იმიტომ, რომ „კლანს“ მფარველობენ. ვფიქრობ, ბევრი კითხვა აღარ არის უკვე საჭირო. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის მობილიზაციის შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა 51 ხმა და ჩვენ ამ კომისიას შევქმნიდით“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება შეშინებულია.

„რეალურად, არ უნდათ, რომ „კლანის“ შემსწავლელი კომისია იყოს. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით როგორ აღმოჩნდა სასესიო დარბაზში „ქართული ოცნება“ უმცირესობაში. მათი მხრიდან ყველანაირი პროცედურული ომი იყო გამოცხადებული. ამიტომ, ამ ფაქტს განსაკუთრებული შეფასება არ სჭირდება. ერთადერთი, რითაც კმაყოფილი ვარ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ შიშის ფაქტორი ნამდვილად აქვთ.“კლანის“ მფარველობაც დადასტურდა და ასევე, ოპოზიციის მობილიზაციის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია რეალური წინააღმდეგობა გავუწიოთ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ