ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა პარლამენტი - მათ გაუგზავნეს მესიჯი სასამართლო სისტემაში მოქმედ „კლანის“ წევრებს, რომ ყველანაირი გზით გადაეფარებიან და დაიცავენ

მათ გაუგზავნეს მესიჯი სასამართლო სისტემაში მოქმედ კლანის წევრებს, რომ ყველანაირი გზით გადაეფარებიან და დაიცავენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა უმრავლესობის გადაწყვეტილება მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია არ გაევლოთ და კვორუმის არ არსებობის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა არ შედგა.

მისი თქმით, გუშინ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ქვეყანაში საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკას და მის ინსტრუმენტებს.

„ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა პარლამენტი და დაადასტურა, რომ კლანი, რომელიც ერთის მხრივ სასამართლოზე გავლენას ახდენს და მართავს მას, მეორეს მხრივ, პირდაპირ ექვემდებარება სახელისუფლებო შტოს და ბიძინა ივანიშვილს. პარადოქსულია ამბობდე, რომ დასამალი არაფერი გაქვს, სასამართლო თავისუფალია და უარს ეუბნებოდე ამ გზით საგამოძიებო კომისიის შექმნას და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას. ერთის მხრივ ამბობდე, რომ ეს პროცესი გავლენას მოახდენს მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, რასაც საგამოძიებო კომისია ითვალისწინებს და მეორეს მხრივ, მთელი სახელმწიფო საპარლამენტო რესურსით, მათ შორის, რეგლამენტით, პროცედურული თაღლითობით იცავდე სასამართლო ხელისუფლებას იმისგან, რომ გახდეს უფრო ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე - ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის. მათ გაუგზავნეს მესიჯი სასამართლო სისტემაში მოქმედ კლანის წევრებს, რომ ყველანაირი გზით გადაეფარებიან და დაიცავენ", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ