პაატა მანჯგალაძე - ირაკლი კობახიძე ალბათ, ლოცულობს, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ფეხი მოიტეხოს, გავხდეთ 49 და საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს - „კლანის“ გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის

ირაკლი კობახიძე ალბათ, გასულია და ლოცულობს, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ფეხი მოიტეხოს, გავხდეთ 49 და საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს - სხვა შანსი კობახიძეს უბრალოდ არ აქვს. ილოცონ, რომ იქნებ არ მოვიდეს ოპოზიციის რომელიმე დეპუტატი, რადგან კლანის გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას" საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია.

„ქართული ოცნება" ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს მხოლოდ საპროცედურო ბრძოლაა - ასე არ არის სინამდვილეში. ამის უკან მთავარი საკითხი იმალება. „ქართულ ოცნებას" იმიტომ არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ეშინია საგამოძიებო კომისიის შექმნის. "ქართულ ოცნებას" პირობა აქვს მიცემული კლანის წევრებისთვის, რომ მათ უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება და საგამოძიებო კომისია „ქართული ოცნების" ამ დაპირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან არსებობენ მოსამართლეები, მათ შორის, ყოფილი მოსამართლეები, ვინც აპირებს, რომ საგამოძიებო კომისიას ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ მისცეს ინფორმაცია. როგორც კი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დაიწყება მოკვლევა, პროცესი, სადაც ძალიან ბევრ, აქამდე უცნობ ფაქტს აეხდება ფარდა, ამიტომ რას აკეთებს კობახიძე? გადაფარებულია საკუთარი ტყავით, რომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომ კორუფციის, არაკეთილსინდისიერების, საქმეებში პირდაპირ ჩარევის შესახებ გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდეს. არანაირ პროცედურულ თამაშს და ხელის გადაწევას არ აქვს ადგილი, სინამდვილეში "ქართული ოცნება" არის დამფრთხალი, ეშინია, რომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ როგორც ამერიკაში წასვლა აუკრძალეს მოსამართლეებს, ისე აუკრძალავენ თანამშრომლობას საგამოძიებო კომისიასთან, მაგრამ ეს არ აბრკოლებს ყოფილ მოსამართლეებს ისაუბრონ სასამართლო სისტემაში არსებულ დარღვევებზე. მათ შორის, არის ბესარიონ ალავიძე, ასევე, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელმაც მნიშვნელოვან გარემოებებს გაუსვა ხაზი "რუსთავი 2"- თან დაკავშირებით როგორ ხდებოდა დაშანტაჟება მოსამართლეების, ეს ყველაფერი საგამოძიებო მოქმედებების ნაწილია. მე არ ვიცი დღეს რა განწყობა აქვს სოსო გოგაშვილს, მაგრამ როდესაც მე მას შევხვდი, დამიდასტურა, რომ მას მოეპოვება საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და მზად იყო ეთანამშრომლა. კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს თუ რა ხდება სასამართლოში და უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც მურუსიძე და ჩინჩალაძე წარმოადგენენ სასამართლოში, იგივეს წარმოადგენს კობახიძე პარლამენტში და ღარიბაშვილი მთავრობაში. სამივე შტო უზურპირებულია.

დღესაც იგივე მოლოდინი მაქვს, კობახიძე ალბათ, გასულია და ლოცულობს, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ფეხი მოიტეხოს, გავხდეთ 49 და საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს - სხვა შანსი კობახიძეს უბრალოდ არ აქვს. ილოცონ, რომ იქნებ არ მოვიდეს ოპოზიციის რომელიმე დეპუტატი, რადგან კლანის გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა