სერგო ჩიხლაძე - რაც გუშინ „ქართული ოცნების“ მხრიდან ვნახეთ, მორიგი იაფფასიანი თაღლითობა იყო

რაც გუშინ „ქართული ოცნების“ მხრიდან ვნახეთ, მორიგი იაფფასიანი თაღლითობა იყო, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ის ფაქტი, რომ კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა.

როგორც ჩიხლაძემ განმარტა, ხელისუფლება „კლანს“ გადაეფარა.

„გასაკვირი არაფერია. ბოლო წლებია, ამ თაღლითობას, „გადაგდებებს“ ვხედავთ. ერთი თვის წინაც ვანახეთ მსგავსი თაღლითობა „რუსულ კანონთან“ მიმართებაში, როცა თქვეს, ხვალ განვიხილავთო და უცებ თქვეს, არა, დღესვე მოვამთავროთო. თუ შევხედავთ, გუშინაც დაახლოებით იგივე იყო, თან ამბობდნენ, დღეს არ განვხილავთ, ხვალ იქნება, ზეგ იქნებაო, უბრალოდ ისინი აკვირდებოდნენ 50 დეპუტატი იქნებოდა თუ არა.

რა თქმა უნდა, ეს დემონსტრირებაა, რომ გადაეფარნენ „კლანს“, კრიმინალურ სინდიკატს და გზავნილია ასეთი ტიპის მოსამართლეებისთვის, „კლანის“ წევრებისთვის, სხვადასხვა სფეროში ხომ სხვადასხვა „კლანი“ მართავს ქვეყანას - მათთვისაა გზავნილი, ჩვენ ბოლომდე დაგიცავთო. ეს გზავნილი რომ არ იყოს, თვითონ ის „კლანის“ მოსამართლეები ჩამოეშლებათ, ეს არის მთავარი გზავნილი.

ასევე, მთავარი გზავნილია ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ არ ადარდებთ, მათი სიტყვები რომ გავიმეორო, ჩალის ფასი აქვს მათ სანქციებს, სანქციების ინტერპრეტაციაც მოვისმინეთ, რომ ეს სანქცია არ არის და ა.შ. გზავნილია დასავლეთისთვის, რომ მათი აზრი არ აინტერესებთ, შიდა აუდიტორიისთვის გზავნილია, რომ ამ „კლანს“ ბოლომდე დაიცავენ. მოქალაქეებისთვის გზავნილია, რომ არანაირი სამართლიანობის და სიმართლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

კომისიის შექმნით თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული. სულ რომ ოპოზიციას არ ეაქტიურა, თვითონ უნდა შეექმნათ გამჭვირვალე კომისია და თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ თქვან, მურუსიძე, ჩინჩალაძე არიან პატიოსანი, ღვაწლმოსილი, პრინციპული ადამიანები და ეს დაამტკიცონ, მათთვისაც ხომ შესაძლებლობაა ეს, მაგრამ მათ ხომ ძალიან კარგად იციან, რომ „კლანური“ სასამართლოა, სინდიკატი, მაფია შექმნეს. ამაზე დგას ხელისუფლება - კორუფციაზე, შიშზე, დაშანტაჟებაზე, მოსმენებზე და ძალოვან სტრუქტურებზე“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი