ლევან ხაბეიშვილი - 73 მუნიციპალიტეტში, ქალაქში, ჩატარდება არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები აირჩევენ რაიონულ, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და  პოლიტიკური საბჭოს წევრებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში, ქალაქში, რაიონში არჩევნები ჩატარდება და პარტიის ამომრჩევლები რაიონულ, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და პოლიტიკური საბჭოს წევრებს აირჩევენ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში” კარი ასე ღია არასდროს არ ყოფილა.

„უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ვგულისხმობ ქალაქებს, რაიონებს და დედაქალაქს. საუბარია 73 საარჩევნო ე.წ. ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლები მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში მიიღებენ, თუ ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ქალაქს და მუნიციპალიტეტს სამოცდაცამეტივე პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი ეყოლება. 30 აპრილამდე სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას. მინდა ყველა დაინტერესებულ პირს მივმართო, ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა თუნდაც ერთი აგურის დადება, 30 აპრილამდე “ნაციონალურ მოძრაობის” ცენტრალურ ბიუროში მოგვმართეთ წერილობით, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში ან რაიმე სხვა ინიციატივა გაქვთ.

30 აპრილიდან სამუშაო ჯგუფს დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება, წესის შემუშავება, იმისთვის, რომ ყველა ქალაქში, რაიონში, მუნიციპალიტეტში ამომრჩევლების მიერ არჩეული იქნას და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარის, სამდივნოს ან პოლიტიკური საბჭოს მიერ.

პოლიტიკური საბჭოს წევრის 73 მანდატი მთლიანად გადავეცით “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებს და აბსოლუტურად ყველას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მხარდაჭერებს, გულშემატკივრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღოს, როგორც არჩევნებში ასევე სამუშაო ჯგუფში, რომ წარმოდგენილები იყვნენ ან რაიმე ინიციატივა აქვთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი