ლევან ხაბეიშვილი კითხვაზე, ნიკა მელიასთან დაზავებას ხომ არ გეგმავს - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ - არ არის აუცილებელი, ეს პირობითად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ნიკა მელიასთან დაზავებას ხომ არ გეგმავს.

მისივე თქმით, ის პრობლემას ვინმესთან თანამშრომლობაში ვერ ხედავს, თუ მთელი ენერგია მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„მართლა არ მინდა ჭორაობაში შევიდე. ჩემი აზრით, კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ. არ არის აუცილებელი, ეს პირობითად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყოს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ლიდერებთან ვთანამშრომლობ. პრობლემას ვინმესთან თანამშრომლობის ვერ ვხედავ, თუ მთელი ენერგია მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ